Tuesday, November 11, 2014

დღე მეცხრე

ჩვენ დავასრულეთ მეცხრე დღე, მოვისმინეთ თითოეულის პრეზენტაცია. ძალიან საინტერესო , ბევრის მომცემი ტრენინგი იყო, მადლობა გიორგის .
ჩვენი ტრენინგი დასრულდა. მოვაწესრიგე ყველა საქაღალდე და წარვუდგინე აუდიტორიას. სამუშაო დღე იყო ძალიან პოზიტიური და საინტერესო. სასიამოვნოა საკუთარი ნაშრომის ხილვა. მართალია, ძალიან რთული და შრომატევადი დღეები გამოვიარეთ, მაგრამ ეს ყველაფერი საინტერესო იყო. ვფიქრობ, მონდომებით მოვეკიდე ჩემს საქმეს და წარმატებითაც გავართვი თავი. მჯერა პროექტს განვახორციელებ.
 გიორგი არავიაშვილს ვუხდით დიდ მადლობას ასეთი საინტერესო და ნაყოფიერი ტრენინგისათვის და ვუსურვებ წარმატებებს.
 ასევე წარმატებებს ვუსურვებ ტრენინგის ყველა მონაწილეს.

Thursday, November 6, 2014

დღე მერვე


დღე დავიწყეთ შეფასების რუბრიკების გაცნობით. ყველა მასწავლებელმა წარვადგინეთ პროექტის შეფასების რუბრიკები. შემდეგ გადავედით სახელმძღვანელოს მოდულ მე-6 და მე-7 და პროექტის გეგმაში განვიხილეთ და შევავსეთ დიფერენცირებული სწავლება. 
ვიმუშავეთ მეექვსე და მეშვიდე  მოდულზე,  
შევავსეთ პორთფოლიო და განვათავსეთ ბლოგზე

Tuesday, November 4, 2014

დღე მეშვიდე


  
მოვისმინეთ   ჩვენი  ტრენინგის მონაწილე  პედაგოგების  მიერ  შექმნილი პრეზენტა-ციები, 
განვიხილეთ  ისინი და ვიმსჯელეთ, როგორ იქნებოდა უკეთესი. მივეცით  შენიშვნები და  ჩვენც გავითვალისწინეთ.
განვიხილეთ ერთ-ერთი  ბროშურა,თუ  რაინფორმაციას  შეიცავს.
ვისწავლეთ  ბლოგზე  ახალი გვერდის  შექმნა,შევქმენით  გალერეა  სადაც  ვისწავლეთ  სურათების   ატვირტვა  და  მისი ზომების  შეცვლა.
განვიხილეთ  მეხუთე მოდული, როგორ  შევქმნათ  შეფასების  რუბრიკები.